ჯერ კიდევ ძვ. წ. VII-VI საუკუნეებიდან ქართლ-კახეთის ტერიტორიაზე ყალიბდება ტომთა გაერთიანებები. ხოლო უკვე IV საუკუნისთვის მცხეთაში ზის ქართლის მამასახლისი. ძვ. წ. 329 წელს აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე იბერიის სამეფო ჩამოყალიბდა, მისი დამაარსებელი იყო ფარსმანი (გვიანდელ წყაროებში ფარნავაზის სახელით ცნობილი). ფარნავაზმა თავისი მეფობის პერიოდში მთელი საქართველო გააერთიანა. იგი ფარნავაზიანთა დინასტიის დამაარსებელია.
ძვ. წ. დაახლ. 60 წლისთვის იბერიის სამეფო ორად გაიყო, არმაზის სამეფოდ (მტკვრის სამხრეთით) და მცხეთის სამეფოდ (მტკვრის ჩრდილოეთით):
ქართამ I | (60-30) | ბარტომ II | (60-40) |
კაოსი | (30-20) | ფარსმან I | (40-25) |
ქართამ II არმაზელი | (ძვ. წ. 20-ა. წ. 5) | არშაკ III | (ძვ. წ. 25-ა. წ. 5) |
არტაგ III | (5-25) | მირდატ III | (5-25) |
ა. წ. 25 წლისთვის იბერია კვლავ გააერთიანა მირდატ III-მ. ერთიანი იბერიის მეფეები - კვლავ არშაკიანები:
368 წელს იბერია ორად გაიყო ირანის და რომის ხელქვეით მხარეებად. რომს დარჩა კლარჯეთი ჯავახეთი და ქვემო ქართლის ნაწილი, სადაც მეფობდნენ: | ხოლო ირანის ხელქვეით ნაწილში (მცხეთა და ძირითადი იბერია) მეფობდნენ: | ||||
საურმაგ II | (368-380) | ასფაგური (ვარაზ-ბაკური) | (368-385) | ||
ბუზმირ I | (380-406) | ბაკურ II | (385-396) | ||
ფარსმან V | (396-412) | ||||
ბუზმირ II | (406-430) | მირდატ VII | (412-429) | ||
არჩილი | (429-434) |
დაახლოებით 430-440 წლებისთვის მცხეთელმა მეფეებმა კვლავ გააერთიანეს იბერია.
მეფობის გაუქმების შემდეგ იბერიას ირანის ადმინისტრაციული მოხელე – მარზპანი განაგებს.